ქართველი მეცოსოპრანო, ნინო სურგულაძე, საოპერო სამყაროში დაწესებული პრესტიჟული ჯილდოს, „ოსკარის“ მფლობელი გახდა. უკვე მეორე წელია, ეს დაჯილდოვება პრესტიჟული და ამ სფეროში ავტორიტეტული იტალიური ინტერნეტგამოცემის ინიციატივით იმართება. ნინო მაისში იტალიაში გაემგზავრება, რათა ეს ჯილდო მიიღოს და კონცერტში მიიღოს მონაწილეობა.
ნინო სურგულაძე:
დიდი მადლობა მოლოცვისთვის (იღიმის).
ეს არის საერთაშორისო იტალიური ინტერნეტგამოცემა, მას ჰქვია GB Opera, რომელიც აქვეყნებს კრიტიკულ თუ სხვა სახის სტატიებს, მსოფლიოში სხვადასხვა მუსიკოსის, სპექტაკლების შესახებ საოპერო ჟანრში.
უკვე მეორე წელია, დააწესეს „GB ოსკარი“, რომელსაც გადასცემენ სხვადასხვა გამორჩეულ მუსიკოსს მსოფლიოს მასშტაბით. ზოგადად, ასე ხდება, 5 ნომინანტი ირჩევა ერთ კატეგორიაში, სულ გახლავთ შვიდი კატეგორია, მათ შორის საუკეთესო დირიჟორის, სოპრანოს, მეცოსოპრანოს, ბანის, ტენორის, ბარიტონისა და სპექტაკლის გამოსავლენად. შემდეგ ამ ხუთი ნომინანტიდან ხალხი ირჩევს.
წელსაც გაიმართა გამოკითხვა, დღეს დილას გამოვლინდა გამარჯვებული (იღიმის). ჯილდო 17 მაისს გადმომეცემა, როდესაც იტალიაში დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართება. ყველა გამარჯვებული მუსიკოსის მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.
ნინო მურღულია