LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული პროპაგანდა ისევ მუშაობს – რა აჩვენა NDI-ის კვლევამ

53

”ქართულ ოცნებას” ქვეყანაში რთული ფონი დახვდა და ამის ერთი ხელის მოსმით გამოსწორება ვერ მოხდებოდა, ამის შესახებ ”თავისუფალი დემოკრატების” ერთერთმა ლიდერმა, ვიქტორ დოლიძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში, NDI-ის კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა. კერძოდ, საქმე ეხება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის იმ ნაწილს, სადაც მოქალაქეების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქვეყანა ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობაშია.

”ის რომ ”ქართულ ოცნებას” არ დახვდა სასიამოვნო დანატოვარი, ჩვენც თანამონაწილეები ვართ ამ ყველაფრის და არ ვიხსნით პასუხისმგებლობას. რთული ფონი დახვდათ და ამ ყველაფრის ერთი ხელის მოსმით გამოსწორება არ ხდება. მოსახლეობის მსგავსი განწყობის მიზეზი კი ის არის, რომ არ გადადგმულა რეალური სისტემური ნაბიჯები, რათა ოთხი წლის თავზე მომკილიყო გარკვეული შედეგები. იყო ნაკლები აქტივობა და არასისტემური მიდგომა” – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

რაც ეხება კვლევის იმ ნაწილს, სადაც ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა 20%-მდე შემცირდა, ”თავისუფალი დემოკრატების” წევრი, ვიქტორ დოლიძე, მიიჩნევს, რომ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ სახელმწიფოს ბევრი სამუშაო აქვს.

”მოქალაქეთა 20%, რომელსაც აქვს სენტიმენტები ევრაზიული კავშირისა და რუსეთის მიმართ, მეტი მეჩვენა და, ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით სამუშაო ბევრია. რუსული პროპაგანდა ყველაგან ძლიერად მუშაობს და ამან უნდა დაგვაფიქროს” – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g