LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გათელეს ფეხქვეშ დემოკრატია, ერთი ადამიანი მოაჯდა წურბელასავით ქვეყანას, ხრავენ ბიუჯეტს და ქვეყანაში არის შიმშილი – ოპოზიციონერები NDI-ის კვლევაზე

60
გოცირიძე ვაშაძე

დღეს, NDI-მ კვლევა გამოაქვეყნა, რომელსაც ოპოზიციონერი ლიდერები ეხმიანებიან.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის განცხადებით, NDI- ის კვლევამ სავალალო სურათი აჩვენა. მისივე განმარტებით „ქართულმა ოცნებამ“ ფეხქვეშ გათელა დემოკრატია, ერთი ადამიანი მოაჯდა გველეშაპივით თუ წურბელასავით ამ ქვეყანას, ხრავენ ბიუჯეტს და ქვეყანაში არის შიმშილი.

გოცირიძის თქმით,  “ქართული ოცნება” ოპოზიციაში გადასასვლელად უნდა მოემზადოს.

NDI-ს კვლევა: მოქალაქეების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოში არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია მათ ინტერესს არ გამოხატს

მოსახლეობის უმეტესობისთვის საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება – NDI კვლევის შედეგებს აქვეყნებს

„NDI- ის კვლევამ აჩვენა სავალალო სურათი: გათელეს ფეხქვეშ დემოკრატია, ერთი ადამიანი მოაჯდა გველეშაპივით თუ წურბელასავით ამ ქვეყანას, ხრავენ ბიუჯეტს და ქვეყანაში არის შიმშილი – “ქართული ოცნება” ემზადოს ოპოზიციაში გადასასვლელად. როცა ხელისუფლება ამბობს, რომ გამოკითხვას არ ენდობიან, სტატისტიკის სამსახურს ხომ ენდობიან, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ალამაზებს, აყალბებს ბევრ მაჩვენებელს, რამდენია ინფლაცია? – 2 წლის განმავლობაში საშუალოდ 25 პროცენტი, ხოლო იმ სეგმენტზე, რომელშიც მოქალაქეები შემოსავლის 80 პროცენტს ხარჯავენ, ფასები გაცილებით მეტადაა გაზრდილი. ამის შედეგია ის, რომ ქვეყნიდან გარბიან, რასაც ირიბად ამტკიცებს, თუ როგორ იზრდება გადმორიცხვები, საშინელ პირობებში მუშაობენ, რომ აქ ოჯახები არჩინონ. სტატისტიკის სამსახური ირიბად ამტკიცებს იმას, რაც კვლევებმა აჩვენა.

NDI – მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთისგან სამხედრო აგრესიას და პრორუსული ძალების გააქტიურებას ელის

„ქართული ოცნება“ ნდობას კარგავს, რადგან ჩამოყალიბდა როგორც მოღალატე პარტია, რომელიც ამ ისტორიულ დროს რუსეთის მხარეს დადგა, ვერ გამოასწორა ვერც ეკონომიკური მდგომარეობა. ხოლო ოპოზიციის მიმართ უკმაყოფილება იმაში მდგომარეობს, თუ რატომ ვერ შევძელით ამ ერთი რუსი ოლიგარქის თავიდან მოცილება, მაგრამ მოვა დრო და “ქართული ოცნება” წავა პოლიტიკურ მოუსავლეთში. თუ შნო აქვთ, ოპოზიციაში წავიდნენ, მაგრამ გვახსოვს რა დაემართა პარტიას, რომელსაც „მოქალაქეთა კავშირი“ ერქვა – გაქრა პოლიტიკური არენიდან. თუმცა, არ გვინდა ქვეყანა ოპოზიციის გარეშე დარჩეს – ემზადონ ოპოზიციაში გადასასვლელად,“- განაცხადა გოცირიძემ.

ნათელაშვილი NDI-ის კვლევაზე: განსაკუთრებით ალერგია აქვთ „ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ, სწორედ ამით სარგებლოს რუსი ოლიგარქის რეჟიმი, როდესაც თავზე გამხობთ ყველაფერს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განმარტებით კი, NDI-ის კვლევის მიხედვით, ქვეყანაში რუსული გავლენები, გაზრდილია. ვაშაძეს სჯერა, რომ ამ კვლევიდან გამომდინარე დიდ ეროვნულ ერთობას შევძლებთ, რომელიც მიგვიყვანს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსამდე.

NDI-ს კვლევა: მოქალაქეების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოში არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია მათ ინტერესს არ გამოხატს

„მოსახლეობისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი ახლა არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება. მეორე მხრივ, ამ იდეას უპირისპირდება პრორუსული ,,ქართული ოცნება” და ამ კვლევებში ჩანს, რომ რუსული გავლენები, გაზრდილია. მესამე, სწორედ ისეთ პოზიციებს, როგორიც აქვს ,,სტრატეგია აღმაშენებელს” აქვს მხარდაჭერა საზოგადოებაში, იმიტომ რომ ჩვენ ვართ პატრიოტები, პრინციპულები და თანმიმდევრულები. ღია კითხვარშიც კი ჩვენი რეიტინგი არის გაზრდილი და ზოგიერთი პარტია, ვინც ჩვენს წინ იყო გამქრალია ამ რეიტინგებიდან. რატომ?! იმიტომ რომ დღეს ჩვენ სამშობლო გვიხმობს და ჩვენი ქვეყნის გადარჩენაზე, ვინც კომპრომისულად მუშაობს ის ყოველთვის პოლიტიკიდან გაიწევა, ვინც პრინციპულია, თანმიმდევრულია, მას მხარდაჭერა ექნება. მე მჯერა, რომ ამ კვლევიდან გამომდინარე, ჩვენ ერთ დიდ ეროვნულ ერთობას შევძლებთ, რომელიც მიგვიყვანს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსამდე, სიღარიბის დაძლევამდე, იმიტომ რომ ევროკავშირი არის ორი რამ – უსაფრთხოება, მშვიდობა და მეტი ფული საქართველოს, რაც დაძლევს სიღარიბეს. აი ეს პრობლემები ჩანს სწორედ ამ კვლევაში”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველო მეზობელი ქვეყნებისთვის სამაგალითო არ არის და არასწორი მიმართულებით ვითარდება – NDI კვლევის შედეგებს აქვეყნებს

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ ევროკავშირს ირჩევს – ინსტიტუტებით იმედგაცრუება გრძელდება: NDI

ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ხშირად ოჯახისთვის საკვების საყიდლად საჭირო ფული არ ჰქონდა: NDI

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები