საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არც მმართველი პარტია და არც არჩეული ოპოზიციური პარტიები არ მოქმედებენ – აღნიშნული კვლევის შედეგებს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) აქვეყნებს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევის იმ ნაწილში, რომელიც ინსტიტუტებისა და ლიდერების შეფასებებს მოიცავს, მოქალაქეები აფასებენ როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის საქმიანობას.
კითხვაზე, არსებობს თუ არა პარტია, რომელიც თქვენს ინტერესს გამოხატავს, პასუხები ასე გადანაწილდა:
დიახ – 39%;
არა – 56%;
არ ვიცი – 4%;
უარი პასუხზე – 1%.
კვლევის მიხედვით, ახალგაზრდების 65 პროცენტის აზრით, მათ ინტერესებს არცერთი პარტია გამოხატავს.
გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით:
? მთავრობის საქმიანობის შეფასება უცვლელია – მოსახლეობის ნახევარი მის საქმიანობას ცუდად აფასებს;
? მთავრობის მიმართ ყველაზე კრიტიკულად თბილისის, სხვა დიდი ურბანული დასახლებების და ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები არიან განწყობილნი;
? პრეზიდენტის საქმიანობის ნეგატიური შეფასების მაჩვენებელი გაიზარდა;
? უმრავლესობა კვლავ ფიქრობს, რომ პარლამენტი მოსახლეობის საჭიროებებს არ პასუხობს;
? მოსახლეობის უმრავლესობა მიჩნევს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არც მმართველი პარტია და არც არჩეული ოპოზიციური პარტიები მოქმედებენ;
◼ 14 პროცენტითაა გაზრდილი მათი რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიები ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ;
? მმართველი პარტიის მიმართ ყველაზე დადებითად, ეთნიკური უმცირესობებისა და სოფლის ტიპის დასახლებებში არიან განწყობილნი.
◼ მმართველი პარტიის მსგავსად, არჩეული ოპოზიციური პარტიები უმცირესობების დასახლებებში შედარებით მაღალი ნდობით სარგებლობენ;
? ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების უმეტესობა მიჩნევს, რომ ოპოზიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს;
? უმეტესობა პოლიტიკურად გადაუწყვეტელია;
◼ მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის, ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას.
პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებელი იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.
ბარათით ადმინისტრირების შემთხვევაში პარტიების რეიტინგი ასე განაწილდა:
- „ქართული ოცნება” – 25%;
- „ენმ” – 8%;
- არცერთი პარტია; არ ვიცი; უარი პასუხზე – 54%;
ამავე კვლევის მიხედვით, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, უმრავლესობა – 66% არჩევნებზე წავიდოდა;
შეგახსენებთ, კვლევა მოიცავს 2022 წლის 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე პერიოდს და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ქვეყნის მიმართულება და დემოკრატია, ეროვნული გამოწვევები, პოლიტიკური კურსი, ეკონომიკა და სხვა.
ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ხშირად ოჯახისთვის საკვების საყიდლად საჭირო ფული არ ჰქონდა: NDI