LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათელაშვილი NDI-ის კვლევაზე: განსაკუთრებით ალერგია აქვთ „ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ, სწორედ ამით სარგებლოს რუსი ოლიგარქის რეჟიმი, როდესაც თავზე გამხობთ ყველაფერს

92
შალიკო

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი NDI-ის  დღეს გამოქვეყნებულ კვლევის კომენტირებისას ამბობს, რომ „აირაი“ და „ენდიაი“ გაყალბებული არჩევნების უკან დგანან.

„დიდ საიდუმლოს არ გაგიმხელთ თუ გაგახსენებთ,რომ სწორედ ე.წ „აირაი“ და „ენდიაი“ დგანან 30 წელია გაყალბებული არჩევნების სათავეებთან. მათ დაადასტურეს,გაათეთრეს და გაალეგიტიმურეს ყველა გაყალბებული არჩევნები საქართველოში 1995 წლიდან.

განსაკუთრებით ალერგია აქვთ ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ –  68 პროცენტი რომ გვქონდა რეიტინგი, მაშინაც მაქსიმუმ ერთ პროცენტს გვიწერდნენ.

დღესაც მორიგი პასკვილი გამოაცხო „ენდიაიმ“, სადაც „ლეიბორისტული პარტია“ ნახსენებიც არაა, სამაგიეროდ მცირე მაგრამ თურმე რაღაც კატეგორია თავის იდეებთნ ახლოს მდგომად მიიჩნევს ანაბრების ქურდ ჩხარტიშვილის შექმნილ ე.წ აღმაშენებელს და ახალგაზრდების თვალთ – დამთხრელი გახარიას პარტიას. ვაი სირცხვილო.სწორედ თქვენ ქმნით და ხელს უწყობთ ანტიამერიკულ განწყობებს მოსახლეობაში და სწორედ ამით სარგებლობს რუსი ოლიგარქის რეჟიმი, როდესაც თავზე გამხობთ ყველაფერს, რომელსაც სხვათა შორის ასევე გაუთეთრეთ ამ ათი წლის მანძილზე ყველა ურცხვად გაყალბებული არჩევნები“. – წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

NDI-ს კვლევა: მოქალაქეების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოში არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია მათ ინტერესს არ გამოხატს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g