LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NDI – მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთისგან სამხედრო აგრესიას და პრორუსული ძალების გააქტიურებას ელის

51
6645

გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი უკრაინის მხარდასაჭერად საკმარისს აკეთებენ, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია აღნიშნული.

გამოკითხულთა 51 პროცენტი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტი საკმარისს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად, ხოლო 53 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ უკრაინის მხარდასაჭერად საკმარისს აკეთებს საქართველოს მთავრობა.

ამასთან, გამოკითხულთა 33 პროცენტი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტი მეტს უნდა აკეთებდეს უკრაინის მხარდასაჭერად, ხოლო 32 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ მეტი უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ.

კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უკრაინის მხარდასაჭერად მეტის გაკეთებას ყველაზე უფრო ახალგაზრდა მოქალაქეები, თბილისის მცხოვრებლები და ოპოზიციის მხარდამჭერები ითხოვენ.

გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ომი რუსეთის ბრალია.

 

ამასთან, გამოკითხულთა უმრავლესობა ეკონომიკის გაუარესებას, პრორუსული ძალების გააქტიურებას და რუსეთის სამხედრო აგრესიასა და ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესებას ელის.

ცნობისთვის, NDI-ის მონაცემებით, აღნიშნული ანგარიში 14 ივლისიდან – 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ ევროკავშირს ირჩევს – ინსტიტუტებით იმედგაცრუება გრძელდება: NDI

ყოველი მესამე მოქალაქე ამბობს, რომ ხშირად ოჯახისთვის საკვების საყიდლად საჭირო ფული არ ჰქონდა: NDI

მოსახლეობის უმეტესობისთვის საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება – NDI კვლევის შედეგებს აქვეყნებს

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g