ინტერნეტში მოხვდა ფოტო, რომელიც პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ინდეოთში, ასამში ვიზიტის დღესაა გადაღებული. ფოტოებიდან ჩანს, რომ ქეით მიდლტონს თან ვიზაჟისტთა მთელი ჯგუფი ჩამოყვა. მათ შორის იყო სოფი აგნიე, რომელიც ქეითის პირადი ასისტენტია. ფოტოზე ჩანს ამანდა კუკიც, რომელიც ქეითის პირადი სტილისტია. ბოლო დროს ის მუდამ თან დაყვება მიდლტონს ვიზიტებზე. ის იმყოფებოდა სამშობიაროშიც, იქამდე სანამ ქეითი ჩვილით ხელში გამოვიდოდა პუბლიკასთან.
სამეფო წყვილს ვიზიტის დროს თან ახლავს ნატაშა არჩერიც, რომელიც მუდამ ზრუნავს ქეით მიდლტონის დახვეწილ იმიჯზე. სწორედ მისი დამსახურებაა ის, რომ ქეითი ყველა ფოტოზე შეუდარებელია. სტილისტები აეროპორტში დიდი სამგზავრო ჩანთებით გამოჩნდნენ.
