სეზონი დასრულდა, გერმანულმა საიტმა Transfermarkt-მა ტრადიციულად განაახლა ფეხბურთელების ფასები. ვნახოთ ბოლო 1 წლის განმავლობაში გაძვირებული და ფასშემცირებული ფეხბურთელების ათეულები.
ტოპ 10 გაძვირებული
ჯეიდონ სანჩო – დორტმუნდი
+85 მლნ – 100 მლნ
კილიან მბაპე – პსჟ
+80 მლნ – 200 მლნ
ფრენკი დე იონგი – აიაქსი/ბარსელონა
+78 მლნ – 85 მლნ
ჟოაო ფელიში – ბენფიკა
+68 მლნ – 70 მლნ
კაი ჰავერცი – ბაიერი
+62 მლნ – 90 მლნ
ტრენტ ალეკსანდერ-არნოლდი – ლივერპული
+55 მლნ – 80 მლნ
როდრი – ატლეტიკო
+55 მლნ – 80 მლნ
ნიკოლა პეპე – ლილი
+55 მლნ – 65 მლნ
ლუკა იოვიჩი – აინტრახტი/რეალი
+52 მლნ – 60 მლნ
რაჰიმ სტერლინგი – სიტი
+50 მლნ – 140 მლნ
ლიდერი ჯეიდონ სანჩოა. გასული სეზონის დაწყებამდე 15 მლნ ღირდა, ახლა – 100 მლნ. კანონზომიერია: 19 წლის ნახევარმცველი ბუნდესლიგის საუკეთესო ახალწვეული და ასისტენტი გახდა (17 გადაცემა), გაიტანა 12 გოლი და დებიუტი ქონდა ინგლისის ნაკრებში.
ყველაზე დიდი ზრდა აქვთ ფრენკი დე იონგს და ჟოაო ფელიშს. ჰოლანდიელის ღირებულება 1.114,3%-ით, პორტუგალიელის კი 3.400,0%-ით გაიზარდა.
ტოპში არავინაა 24 წელზე მეტი ასაკის.
ტოპ 10 გაიაფებულები
ალექსის სანჩესი – მანჩესტერი
-35 მლნ – 35 მლნ
დიეგო კოშტა – ატლეტიკო
-35 მლნ – 25 მლნ
მარსელო – რეალი
-35 მლნ – 25 მლნ
ლიონელ მესი – ბარსელონა
-30 მლნ – 150 მლნ
გარეთ ბეილი – რეალი
-30 მლნ – 60 მლნ
სერხიო ბუსკეტსი – ბარსელონა
-30 მლნ – 50 მლნ
პაულო დიბალა – იუვენტუსი
-25 მლნ – 85 მლნ
რობერტ ლევანდოვსკი – ბაიერნი
-25 მლნ – 65 მლნ
სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი – ლაციო
-25 მლნ – 65 მლნ
ტომა ლემარი – ატლეტიკო
-25 მლნ – 40 მლნ
მესიმ მორიგი სუპერსეზონი ითამაშა, მაგრამ ბუნებრივია არ ახალგაზრდავდება. ამჟამად ლეო 150 მლნ ღირს და ყველაზე ძვირადღირებულებში მე-6 ადგილზეა (პირველი მპაბეა).
კრიშტიანო 10 მლნ-ით გაიაფდა და 90 მლნ ღირს.
სხვების ანტიტოპებში მოხვედრა კი ალბათ სხვადასხვა მიზეზითა გამოწვეული.
ლევანდოვსკი და ბუსკეტსი: კარგი სეზონი ქონდათ, მაგრამ მალე ორივე 31 წლის გახდება.
ლემარი, დიბალა და მილინკოვიჩ-სავიჩი: ფრანგს და არგენტინელს სეზონი ჩაუვარდათ, აი სერბი კი ალბათ ერთი წლით ადრე ზედმეტად გადააფასეს.
ალექსისი, კოშტა, მარსელო, ბეილი: ამათ ასაკიც აღარ უწყობთ ხელს და თამაშის ხარისხიც.