LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიყევით ლოგიკას და არა წესებს“ – დროის სწორი მენეჯმენტის 6 ოქროს წესი ილონ მასკისგან

883
elon musk

ამერიკელი ბიზნესმენი, გამომგონებელი და ინვესტორი ილონ მასკი დროის სწორის მენეჯმენტის 6 ოქროს წესს გვთავაზობს.

  • უარი თქვით დიდ შეხვედრებზე – ილონ მასკი თვლის, რომ  ამ ტიპის შეხვედრები ყოველთვის ვნებს დიდ კომპანიებს და საკითხების გადაჭრა მოკლე შეხვედრების ფორმატში ჯობს.
  • უარი თქვით ხშირად დაგეგმილ შეხვედრებზე – საკითხის გადაწყვეტა უნდა ხდებოდეს უმოკლეს დროში და არა მრავლობით შეხვედრებზე.
  • დატოვეთ შეხვედრა, რომელიც თქვენ არ გეხებათ – ასეთ დროს თქვენ საკუთარ და სხვის დროს ტყუილად ხარჯავთ.
  • მოერიდეთ ჟარგონებს –  ბიზნესმენი თვლის, რომ ჟარგონების ხშირი გამოყენება საქმეს მხოლოდ ვნებს.
  • იერარქიის მიუხედავად, იყავით უშუალოები –  ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ  ნებისმიერი კომუნიკაცია ეფექტურია მხოლოდ პირდაპირი კომუნიკაციის პირობებში.
  • მიჰყევით ლოგიკას და არა წესებს – ნებისმიერი წარმატება, წესების ავლით, ლოგიკურ აზროვნებაზე მოდის.
magti 5g