ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ ტაბლოიდები ამტკიცებენ, რომ 48 წლის ჯულია რობერტსი ორსულად არის და მალე მეოთხე შვილის დედა გახდება.
„ჯულია ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ 48 წლის ასაკში დაორსულდებოდა. მისმა ქმარმა, დენიელმა ფაქტი მიიღო ნიშნად, რომ ქორწინება აუცილებლად უნდა გადაარჩინონ,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან ინფორმატორმა.
საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ ჟურნალისტებთან რობერტსი არასოდეს საუბრობს, თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობბილი გახდა, რომ მან ქმარი სახლიდან გააგდო. როგორც ჩანს, წყვილს ახლა რთული პერიოდი აქვს.
თუ ვარსკვლავის ორსულობის შესახებ ინფორმაცია დადასტურდა, ჯულიასა და დენიელ მოდერისთვის ეს მეოთხე შვილი იქნება.
