LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 27 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

576
cagareli

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 11:31-დან 17:33 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა მოდუნებული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს სახიფათო და ავარიული სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ინტელექტის და გონების მმართველი მერკურის 19 ივლისამდე ლომის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ადამიანებში ერთის მხრივ, კეთილშობილებას და სიყვარულის გრძნობას, შემოქმედებით და არტისტულ ნიჭსა, მეორეს მხრივ კი, სიზარმაცეს და ეგოიზმს, სულსწრაფობას და უყაირათობას გააძლიერებს.

ნუ აჩქარდებით, მიჰყევით მოვლენებს და იმოქმედეთ სიტუაციის შესაბამისად. გამოიჩინეთ სიფრთხილე მგზავრობისას და შორეულ ქვეყნებში მოგზაურობისას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საყოფაცხოვრობო ტექნიკის და სპორტული ინვენტარის შესაძენად, ხელმძღვანელებთან ურთიერთობისა და ძველი უთანხმოების მოსაგვარებლად, არ ღირს ნიშნობის გამარა და ქორწინება, კაპიტალის დაბანდება და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია შეაფერხებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მუშაობას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. მეტი დაისვენეთ და მოერიდეთ გადატვირთვას, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართეთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი ბოსტნეულით და რძის პროდუქტით, უცხიმო თევზით და ფრინველის ხორცით. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს და ყელს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი და ლურჯი (დღის პირველ ნახევარში), ყავისფერი და მწვანე (დღის მეორე ნახევარში), ასევე ლალი, იაგუნდი და წითელი იასპი, ძოწი და აგატი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და მომხიბვლელობას, დადებითი კოსმიური ენერგიების მოზიდვით კი, გაიზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – სასიკეთო დღეა სასწორისა და მშვილდოსნისთვის, რთული იქნება დღე კუროსა და თევზებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g