LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაბა ქარსელაძის „ვარსკვლავური“ დაბადების დღე ცნობილი სახეების გარემოცვაში (ფოტოები)

1099

ჯაბა ქარსელაძე საფრანგეთში ექვსი წელია, ცხოვრობს. ამ ხნის განმავლობაში საქართველოში იშვიათად ჩამოდის ხოლმე მცირე ხნით. მომღერალმა, რომელიც საკმაოდ პოპულარული გახლდათ, ეს პოპულარობა დღემდე შეინარჩუნა, თუმცა საფრანგეთში სულ სხვანაირად ცხოვრობს. მუშაობს ერთ-ერთ კომპანიაში კარგ პოზიციაზე, თავისუფალდ როს ვარჯიშს უთმობს და ამ კუთხით საკმაოდ დიდ ინფორმაციას ფლობს,რ ომელსაც თავისი „ფეისბუქის“ მომხმარებლებს უზიარებს ხოლმე რჩევების სახით.

თბილისში მცირე ხნით ჩამოსულმა ჯაბამ დაბადების დღე აღნიშნა და ყველა თავისი შოუბიზნესელი მეგობარი შინ დაპატიჟა. ჯაბას დაბადების დღეზე აჩიკო მეფარიძე, ქრისტინე იმედაძე, ხატია შამუგია, თაკო გაჩეჩილაძე, ნინი ბადურაშვილი, ნიკა ნიკვაშვილი, ნატო დუმბაძე და სხვა სახეები იყვნენ. ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ჯაბამ კი მოგვიანებით მილოცვისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g