LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ჩამოვიდნენ თბილისში ჯაბა ქარსელაძე და ნიკა ნიკვაშვილი?!

831

უკვე დიდი ხანია ჯაბა ქარსელაძე ქართულ სცენაზე არ გვინახავს და სავარაუდოდ კიდევ დიდი ხანი ვერ ვნახავთ, თუმცა ამას ობიექტური მიზეზები აქვს. მომღერალი, რომელიც უკვე 6 წელია საფრანგეთში ცხოვრობს, ერთ-ერთი უმსხვილესი სასტუმროების ქსელის – ინტერკონტინენტალის VIP კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერია. დაკავებული გრაფიკის მიუხედავად საქართველოში წელიწადში ერთხელ მაინც ჩამოდის.

ამჯერად მონატრებულ დედაქალაქს მეგობართან ერთად ესტუმრა, რომელსაც ესტრადის მსმენელები თუ არა, კლასიკური მუსიკის მოყვარულები მაინც კარგად იცნობენ. ქართველი პიანისტი და კომპოზიტორი – ნიკა ნიკვაშვილი უკვე 6 წელია, საქართველოს საზღვრებს გარეთ ცხოვრობს. 5 წელი მოსკოში გაატარა. 2015-ში კი პარიზის კონსერვატორიაში ჩაირიცხა. ამჟამად საფრანგეთში სწავლობს.

 

musicbox.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები