27 ივლისს, „თეგეტა მოტორსი“ ბათუმის ახალ რეგიონალურ ფილიალში გამართავს საქართველოში პირველ მრავალპროფილურ საავტომობილო ექსპოს, სადაც წარმოდგენილი იქნებიან მსოფლიო მასშტაბის ბრენდები საავტომობილო ინდუსტრიიდან, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ასევე საავტომობილო პროდუქტების და მძიმე ტექნიკის მიმართულებით, როგორებიც არიან: Porsche, Toyota, Volvo, Mazda, MAN, Bosch, ZF, Phillips, Bridgestone, Michelin, Varta, Exide, Bex, Akom, Total, Jcb, Fleetguard, Shell, Mobil, Motul და სხვა.
გამოფენაზე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დაათვალიერონ და გაეცნონ მსოფლიოს საავტომობილო ინდუსტრიის სიახლეებს, ნოვაციებსა და თანამედროვე ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს. გამოფენაზე დასწრება შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.