3 თვის გვანცა გოგსაძისა და მისი მამის ფოტო, რომელიც საფრანგეთში მდებარე ერთ-ერთი კლინიკიდან პასუხს ელოდება, სოციალურ ქსელში უამრავმა ადამიანმა გააზიარა. მკურნალობაზე საფრანგეთის რამდენიმე კლინიკამ ოჯახს უარი უთხრა. მიზეზად კი ჯანდაცვაში არსებული სპეციალური სტანდარტები სახელდება, რომლის მიხედვითაც საფრანგეთის კლინიკები აღნიშნულ დაავადებას იმ კონკრეტული მედიკამენტით არ მკურნალობენ, რომელიც გვანცა გოგსაძეს სჭირდება.
ოჯახის ახლობელი “ფორტუნასთან” საუბარში განმარტავს, რომ მათ სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ კლინიკებთანაც აქვთ კონტაქტი და ყველა ქვეყანას თავისი ჯანდაცვის პროტოკოლი და სტანდარტები აქვს.
ოჯახის ახლობელი ასევე აღნიშნავს, რომ საფრანგეთმა გვანცა გოგსაძის ოჯახს დროებითი საცხოვრებელი ფართი გამოუყო.
გვანცას დიაგნოზი კუნთების გენეტიკური სპინალური ატროფიაა, რომელიც ავსტრიაში დაუსვეს. როგორც ოჯახის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საჭიროა ძვირად ღირებული ნემსის გაკეთება, რისი საშუალებაც საქართველოში არ არის. ოჯახი მკურნალობის გაგრძელებას სხვა ქვეყანაში გეგმავს, თუმცა, სანამ ანგარიშზე კონკრეტული თანხა არ იქნება ოჯახი მკურნალობის დაწყებას ვერ შეძლებს.
ოჯახი სწორედ ამ ავანსისთვის აგროვებს თანხას და შესაბამისი ანგარიშებიც გავრცელებულია:
საბანკო კოდი – TBCBGE22
მიმღების დასახელება – თინათინ მჭედლიშვილი
ანგარიშსწორების ანგარიში – GE60TB7305045064300006
საბანკო კოდი – BAGAGE22
მიმღების დასახელება- ლია ჩიტაძე ( გვანცას ბებია)
ანგარიშსწორების ანგარიში GE06BG0000000103330922