LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: თაკო ჩხეიძე ქართველების ევროპული მომავლის შესახებ ვიდეოს აქვეყნებს

447
თაკო ჩხეიძე

მოდელი, ინფლუენსერი, ჟურნალ „ნარგისის“ რედაქტორი თაკო ჩხეიძე „ინსტაგრამის“ სთორიში აზიარებს ვიდეოს, რომელიც ქართველების ევროკავშირისადმი სწრაფვას ასახავს.

„ქართველები არიან ისინი, ვინც სულ იბრძოდა ევროპული მომავლისთვის“, აღნიშნულია ვიდეოში, სადაც აქციებზე გადაღებული ფოტოები ჩანს.

ცნობისათვის, გასულ ღამეს, რუსთაველის გამზირზე „უცხოური გავლენის გამ,ჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო მორიგი აქცია გაიმართა.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს. ასევე გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც, რის შედეგადაც დაშავდნენ მოქალაქეები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ,,აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი“.

პოპულარულები