LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ტელევიზორი 540-დან 800 ლარამდე ეღირება

160

პირველი ქართული ტელევიზორები ქსელში ერთ კვირაში გამოჩნდება და მათი გასაყიდი ფასი 540-დან 800 ლარამდე იქნება.  როგორც ”ფორტუნას” ”AG მიკროელექტრონიქსის”  ფინანსურმა დირექტორმა სოსო მაზმიშვილმა განუცხადა, კომპანიამ ადგილობრივი ტელევიზორების წარმოება უკვე დაიწყო და ამ ეტაპზე 1000-მდე ტელევიზორი დაამზადა.

”გვაქვს 2 სახეობის ტელევიზორი. ერთი 32-ინჩიანი, მეორე კი 40-ინჩიანი. შესაბამისად, ღირებულებაც პირველის შემთხვევაში 540 ლარია, მეორე კი 800 ლარი ეღირება. ქართული ტელევიზორები სავაჭრო ქსელებში ერთ კვირაში შევა და იმედი გვაქვს, რომ მომხმარებლის ინტერესს დაიმსახურებს”, – აღნიშნა მაზმიშვილმა.

მისივე თქმით, ”AG მიკროელექტრონიქსმა”  ტელევიზორების საწარმოებლად საჭირო კომპონენტები უცხოეთიდან გამოიწერა. ”იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი პრეცედენტი ჩვენს ქვეყანაში ჯერ არ ყოფილა, ვფიქრობ, რომ ადგილობრივად  ქართულ ტელევიზორებზე მოთხოვნა იქნება. თუ გავითვალისწინებთ ფასსა და ხარისხსაც, წესით რეალიზაციის პრობლემა არ უნდა გვქონდეს”, -განაცხადა კომპანიის  ფინანსურმა დირექტორმა.

კომპანია ”AG მიკროელექტრონიქსი” 2014 წელს დაარსდა.  საწარმო მდებარეობს ქალაქ რუსთავში და აქ 40 ადამიანია დასაქმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g