მოსამართლემ ნიკა გვარამია 500 ლარით დააჯარიმა სასამართლოს უპატივცემულობის გამო. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოში ტელეკომპანიის პროცესი მიმდინარეობს.
“რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე 2 შუამდგომლობა დააყენა. ის სასამართლო პროცესის გადადებას ითხოვს, რადგან ტელეკომპანია საქართველოს ყადაღაზე სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილი არ არის. გვარამიას თქმით, ეს გარემოება ხელს უშლის მხარის პოზიციის ჩამოყალიბებას.
“რუსთავი 2”-ის დირექტორმა ასევე მოითხოვა სასამართლო სხდომის თავმჯდომარის ნატა ნაზღაიძის აცილება. გვარამიას განმარტებით მოსამართლე ნაზღაიძე “რუსთავი 2”-ის მხარეს ზღუდავს და აზრის დამთავრების საშუალებას არ აძლევს.
