LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკომისიამ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის ”სწრაფი შეჩერების მექანიზმის” დაწესების თაობაზე წინადადებით ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს მიმართა

47

ევროკომისიამ  საქართველოსთვის, უკრაინის, თურქეთისა და კოსოვოსთვის უვიზო მიმოსვლის ”სწრაფი შეჩერების მექანიზმის” დაწესების თაობაზე წინადადებით ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს მიმართა. euroline.ge-ის ინფორმაციით, ევროკომისიის მიერ წარდგენილი წინადადება შესაბამისი ცვლილებების შეტანას 539-ე რეგულაციაში გულისხმობს.
ცვლილების მთავარ მიზანს წარმოადგენს წევრი ქვეყნებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გამარტივებული პროცედურის დაწესება. უფრო კონკრეტულად კი ცვლილება ითვალისწინებს შეჩერებისთვის ამჟამად არსებული ვადების შემოკლებასა და შეჩერების საფუძვლების გაფართოებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g