LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიკარდ იოზვიაკი: „ევროკომისია ამზადებს წერილს საქართველოსთვის, რომელშიც ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზეა საუბარი“

176
რიკარდ იოზვიაკი

„ევროკომისია ამზადებს წერილს საქართველოსთვის, რომელშიც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ იმუქრება“, – ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

იოზვიაკის განცხადებით, საბოლოო ჯამში, ამ საკითხს კვალიფიციური უმრავლესობით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები წყვეტენ.

ცნობისათვის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში ხვალ, 15 ივლისს დაგეგმილ შეხვედრაზე, სხვა თემებთან ერთად, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები