მარსელი – მარსელი ერთ-ერთი იაფი ქალაქია საფრანგეთში. იქ ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონე მაღალი არ არის. საკვების და საცხოვრებელი ფასები სხვა ქალაქებთან შედარებით იაფია. ამიტომ, თუ საფრანგეთში გსურთ წასვლა და თქვენი ბიუჯეტი მცირეა, ეწვიეთ მარსელს.
ბარსელონა – ბარსელონა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალაქია. ყოველწლიურად მას რამდენიმე მილიონი ტურისტი სტუმრობს. ბარსელონა მე-16 ყველაზე მიმზიდველი ქალაქია მსოფლიოში და მეოთხე ევროპაში, პარიზის, ლონდონისა და რომის შემდეგ.
ლისაბონი – პორტუგალიის ულამაზესი ქალაქი ლისაბონი გამორჩეულია დაბალი საცხოვრებელი ფასებით. მაგალითად, ლისაბონში ფინჯანი ყავა “ესპრესო” სულ რაღაც ნახევარი ევრო ღირს.
ათენი – საბერძნეთის დედაქალაქი ათენი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია დედამიწაზე. მცირე ბიუჯეტით თამამად შეგიძლიათ ამ ქალაქს ეწვიოთ.
ტალინი – ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გასაოცრად დაბალია საცხოვრებელი ფასი.
ტარტუ – ესტონეთის ულამაზესი ქალაქი ტარტუ ყველაზე პოპულარულია სტუდენტებში.
პორტო – პორტუგალიის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქ პორტოში ცხოვრება 70% – ით იაფია ვიდრე ნიუ იორკში.
გრაცი – გრაცი ავსტრიის რიგით მეორე დიდი ქალაქია. იგი საუნივერსისტეტო ქალაქის სახელით არის ცნობილი. ავსტრიის ამ ულამაზეს ქალაქში საკვები და საცხოვრებელი ფასები დაბალია.
თესალონიკი – საბერძნეთის სიდიდით მეორე ქალაქი თესალონიკი ასევე გამორჩეულია დაბალი ფასებით. ამ ისტორიულ ადგილს ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობს.