მსახიობი ემილია კლარკი „სამეფო კარის თამაშების“ მეექვსე სეზონის მორიგი ეპიზოდისთვის გაშიშვლდა. მიუხედავად იმისა, რომ ინტიმური სცენების გადაღებებზე წინა სეზონებში კლარკი დუბლიორს იყენებდა, ამჯერად უფრო თამამი ნაბიჯი გადადგა. მსახიობი ასევე მოყვა, თუ რატომ გადაწყვიტა გაშიშვლება და რამდენად მნიშვნელოვანია ეს მომენტი მისთვის.
Entertainment Weekly-თვის მიცემულ ინტერვიუში კლარკმა აღნიშნა : „ეს იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო და მიმზიდველი. ყოველ სეზონში ჩემს გმირს აქვს ერთი უნიკალური მომენტი. მიხარია, რომ დავთანხმდი სცენარისტების ჩანაფიქრს და უარი ვთქვი დუბლიორზე “ – ამბობს მსახიობი.