ინტერნეტ-საიტმა tochka.net იმ ქვეყნების რეიტინგი შეადგინა, სადაც სიმპათიური მამაკაცების სანახავად სამოგზაუროდ წასვლა ნამდვილად ღირს. ამ ქვეყნებს შორის, ავსტრალიის, ესპანეთის, ჰოლანდიისა და შვედეთის გვერდით, საპატიო პირველ ადგილს იკავებს საქართველო. საიტმა სტატიას ცნობილი ქართველი მომღერლის, ნოდიკო ტატიშვილის ფოტო დაურთო.
საქართველო
ქართველი მამაკაცების ფიცხი და ტემპერამენტული ხასიათი ზოგს აფრთხობა, სუსტი სქესის წარმომადგენლების უმეტესობას კი, მაგნიტივით იზიდავს. თავად ქართველები ხუმრობენ, რომ ”სიყვარული და სექსი, ოჯახი და ბავშვები, ღირსება და ნიჭი” – არა რომელიმე სერიალის მოკლე შინაარსი, არამედ ნამდვილი ქართველი მამაკაცის მთავარი მახასიათებლებია. ასე რომ არ გაგიკვირეთ, თუ საქართველოში ჩასულები, ერთ ჯგუფად შეკრულ ტურისტ ქალბატონებს გადაწყდებით, რომლებიც არა ქალაქის ღირსშესანიშნაობებს, არამედ სწორედ ქართველ მამაკაცებს არიან მიშტერებული.
ავსტრალია
რა თქმა უნდა, მზის, ზღვისა და უმშვენიერესი ბუნების ქვეყანაში, ყველაზე სიმპათიური და სექსუალური მამაკაცები უნდა ცხოვრობდნენ. საკმარისია, თვალი შეავლოთ ავსტრალიელ მამაკაცს სერფის დაფით ხელში და დაიჯერებთ, რომ ქვეყანაში სპეციალური კანონი არსებობს, რომელიც მამაკაცებს იდეალურ ფიზიკურ ფორმაში ყოფნას ავალდებულებს.
ესპანეთი
ამბობენ, თითქოს ესპანელი მამაკაცები იმდენად თამამები და ემოციურები არიან, რომ მოურიდებლად შეუძლიათ გაიცნონ ლამაზი გოგონა ქუჩაში მაშინაც კი, თუ გვერდზე არა ნაკლებ მომხიბვლელი ქალბატონი მიჰყვებათ. მოგზაური ქალბატონების განცხადებით ესპანელი მამაკაცები მსოფლიოში ყველაზე სექსუალურები და რომანტიკულები არიან, დიდ ყურადღებას აქცევენ საკუთარ გარეგნობას და საყვარელ ქალებსაც ყოველთვის საჩუქრებით ანებივრებენ.
ჰოლანდია
თუ პორტუგალიაში ყველაზე ვნებიანი მამაკაცები ცხოვრობენ, მაშინ ჰოლანდია ყველაზე სიმპათიური მამაკაცების სამშობლოა. პლანეტის ყველაზე მაღალ მამაკაცებს, რომელთა საშუალო სიმაღლე 182 სმ-ს შეადგენს, ტურისტების განცხადებით ყველაზე მიმზიდველი ღიმილი აქვთ. ქალაქის ქუჩებში სეირნობისას კი, თავს ცნობილი ბრენდის ჩვენებაზე იგრძნობთ, რადგან მოდური ჰოლანდიელები ყოველთვის გემოვნებით იცვამენ.
შვედეთი
გასულ წელს შვედეთის ტურიზმის სამინისტრომ სპეციალური სარეკლამო რგოლი გადაიღო, რომელიც ქალბატონების ქვეყანაში ”შეტყუებას” სიმპათიური მამაკაცების ხარჯზე ცდილობდა. გარეგნობით ქერათმიანი ჩრდილოელები მართლაც არ ჩამოუვარდებიან ჰოლანდიელებს, თუმცა ქართველებსა და ესპანელებთან შედარებით ნაკლებად თამამები და უფრო თავშეკავებულები არიან. ამიტომ, თუ შვედ მამაკაცთან რომანის გაბმას გეგმავთ, გაითვალისწინეთ, რომ პირველი ნაბიჯის გადადგმა თვითონ მოგიწევთ.