LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ გამოსაშვები გამოცდები იწყება

79

ხვალ დილის 9 საათზე ქვეყნის 1500-ზე მეტ სკოლაში გამოსაშვები გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. გამოცდებისთვის 47 ათასამდე მოსწავლეა დარეგისტრირებული. მეთორმეტე კლასელები 4 სავალდებულო გამოცდას ჩააბარებენ : ქართული ენა, უცხო ენა, ისტორია და მათემატიკა. გამოცდები მთლიანად ელექტრონული სისტემით ჩატარდება.

რაც შეეხება იმ მოსწავლეებს, რომლებმაც მეთერთმეტე კლასში რომელიმე გამოცდაში ზღვარი ვერ გადალახეს, ან არ გამოცხადდენენ გამოცდაზე, საშუალება ეძლევათ, რვავე გამოცდა ერთიანად ჩააბარონ.

დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების გამოცდები 25 მაისს დასრულდება.

ამასთან, მოსწავლე, რომელიც რომელიმე საგანში ბარიერს ვერ გადალახავს, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მოანაწილეობას ვერ მიიღებს. ბარიერი 10 ბალიანი შკალით  5.5 ქულას შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g