LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეპეტიტორობა კორუფციული პრაქტიკაა მაშინ, როცა სკოლის მასწავლებლები არიან რეპეტიტორები – სიმონ ჯანაშია

collage

“არსებობს კვლევა, რომ რეპეტიტორობა კორუფციული პრაქტიკაა მაშინ, როცა სკოლის მასწავლებლები არიან რეპეტიტორები – ამის შესახებ განათლების სპეციალისტმა, სიმონ ჯანაშიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას. სპეციალისტი მიიჩნევს,რომ სკოლის საატესტატო გამოცდების გაუქმება აუცილებელი ნაბიჯი იყო იმისთვის, რომ სისტემა გაჯანსაღდეს.

„რეპეტიტორების დიდი ნაწილი ასწავლის საკუთარ მოსწავლეებს და ნიშნებს იმიტომ უწერს, რომ ეს ბავშვები მათთან კერძოდ ემზადებიან. არის შემთხვევები, როცა მაგალითად, ბავშვმა რეპეტიტორობას თავი დაანება და რეპეტიტორმა არა თუ დაბალი ნიშნების წერა დაიწყო, ჟურნალში ძველი ნიშნებიც კი ჩაუსწორა. ეს ერთეული შემთხვევა არ არის. არსებობს კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ რეპეტიტორობაკორუფციული პრაქტიკაა მაშინ, როცა სკოლის მასწავლებლები რეპეტიტორები არიან. ჩვენ კი ვიცით, რომ საქართველოში რეპეტიტორთა დიდი ნაწილი სწორედ სკოლის მასწავლებელია“, – განაცხადა სიმონ ჯანაშიამ.

შეგახსენებთ, მე-12 კლასელებისთვის წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები აღარ ჩატარდება. 28 იანვარს განათლების სისტემის ახალი მოდელის პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ ატესტატის გაცემის წესი იცვლება და შესაბამისად, სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება. თავდაპირველი გადაწყვეტილებით, 2019 წელს გამოსაშვები გამოცდები მხოლოდ მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გაუქმდა, ხოლო მე-12 კლასელებისთვის წელს გამოცდების შენარჩუნება იგეგმებოდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევდა, რომ გამოსაშვები გამოცდები მე-12 კლასელთათვისაც უნდა გაუქმებულიყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები