LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”თბილისერვის ჯგუფი” მიწისქვეშა გადასასვლელების, შადრევნების და გარე განათების მოვლა-პატრონობას დაიწყებს

144

შპს „თბილსერვის ჯგუფის“, შპს „უძრავი ქონება-თბილისის“, შპს „თბილისის პარკების“ და შპს „სინათლის  ქალაქის“ შერწყმა-გაერთიანება დასრულდა. ოთხივე იურიდიული პირი თბილისის მერიის მიერ, 100 %-იანი წილობრივი მონაწილეობითაა დაფუძნებული.

როგორც ”ფორტუნას” თბილისის მერიიდან აცნობეს, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ წესდებაში შევიდა ცვლილება, რის საფუძველზეც მერიის მიერ დაფუძნებული შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში დაგვა-დასუფთავებასთან ერთად, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების, შადრევნების, გამწვანებული ტერიტორიების ნაწილის (პარკები, ბაღები) და გარე განათების მოვლა-პატრონობასაც განახორციელებს.

როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული სერვისების ნაწილის ერთ სისტემაში მოქცევა, სერვისების ეფექტურობის ზრდა, არსებული რესურსების სწორად გადანაწილება და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g