სასტუმრო ”წყალტუბო პლაზა” მომხმარებელს სპეციალურ აქციასთან ერთად უკვე ცოცხალ მუსიკასაც სთავაზობს. როგორც რადიო “ფორტუნას” გადაცემა ”ბიზნეს ნიუსს” სასტუმროს კომერციულმა დირექტორმა, ლადო ვიბლიანმა განუცხადა, აქციის ფარგლებში მსურველებს შესაძლებლობა აქვთ უქმეები ”წყალტუბო პლაზაში” შეღავათიან ფასად გაატარონ.
”გვაქვს საინტერესო შეთავაზება ჩვენი კლიენტებისთვის. მომსახურების სრული პაკეტი, რომელიც მოიცავს ეკოლოგიურად სუფთა და მშვიდ გარემოს, უნიკალურ წყლის გამაჯანსაღებელ პროცედურებს, უგემრიელეს სამზარეულოს, სპასა და საუნას- მომხმარებელს შეუძლია 99 დოლარად შეიძინოს. ფასში შედის 2 ღამე 2 ადამიანისთვის. გარდა ამისა, აქციის ფარგლებში კლიენტები პრომეთეს მღვიმესაც დაათვალიერებენ, საღამოობით კი მათ განწყობას ცოცხალი მუსიკა შეუქმნის”, – აღნიშნა ვიბლიანმა.
მისივე ინფორმაციით, მსურველებს აქციის შეძენა შეუძლიათ როგორც სასტუმროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ასევე ”ფეისბუქის” გვერდის საშუალებით, სადაც მათ ნებისმიერ შეკითხავს უპასუხებენ.
როგორც ”წყალტუბო პლაზას” კომერციულმა დირექტორმა აღნიშნა, წყალტუბო თანდათან იბრუნებს თავის ისტორიულ დანიშნულებას და უფრო და უფრო მეტ ტურისტს იზიდავს. ”ძირითადად ჩვენი დამსვენებლები უცხოელები არიან, თუმცა ბოლო პერიოდში აქტიურობს ქართველი მომხმარებელიც. მათი კიდევ უფრო დაინტერესების მიზნით, პერიოდულად, სხვადასხვა აქციას ვგეგმავთ და ვახორციელებთ. შესაბამისად, მოთხოვნა არსებობს და ქართველი დამსვენებლების სიმცირეს არ ვუჩივით”, – აღნიშნა ვიბლიანმა.
მისი თქმით, წყალტუბოს რეაბილიტაციის ფარგლებში ქალაქში განახლდა ცენტრალური პარკი, რომელიც დასავლეთ საქართველოშო უნიკალურ პარკს წარმოადგენს თავისი, ასევე განახლდა ტბაც, რომელიც სასტუმროსთან ახლოს მდებარეობს. შესაბამისად, წყალტუბო საკუთარ დამსვენებლებს უამრავი სიახლით ხვდება.
ცნობისთვის, სასტუმრო ”წყალტუბოს პლაზა” 2014 წელს ქალაქ წყალტუბოს ცენტრში გაიხსნა. სასტუმრო მოიცავს 76 სხვადასხვა ტიპის ნომერს, ასევე : რესტორანს, ბარს, საკონფერენციო დარბაზს, მცირე დარბაზს მოლაპარაკებისთვის, სავარჯიშო დარბაზს თანამედროვე აღჭურვილობით, მასაჟის კაბინეტს და შიდა ეზოს.