LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისი ირჩევს ვენას – ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებების ხუთეული ცნობილია

217
kutaisi-wizz-air

ქუთაისი ირჩევს ვენას – ავსტრიის დედაქალაქი ყველაზე მოთხოვნადი ავიამიმართულებების სიის ლიდერია. შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვეში, ანუ იანვარ-ივნისის პერიოდში, სწორედ ვენა იყო ყველაზე მოთხოვნადი. რაც შეეხება ტოპ-5-ეულში შესულ ქალაქებს რიგითობის მიხედვით, ესენია: ვარშავა, ვილნიუსი, კატოვიცე და პრაღა.

2019 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 55.40%-ით გაიზარდა. სულ გადაყვანილ იქნა 364 834 მგზავრი – 130 060 მგზავრით მეტი ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში.

მხოლოდ გასული თვის, ანუ ივნისის მონაცემებით, ქუთაისის აეროპორტი 77 003 მგზავრს მოემსახურა, რაც 21 % -ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g