LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2016 წელი ყველაზე ცხელი წელი იქნება

57

გაერო-ს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა საგანგაშო ნიშნულს აღწევს. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2016 წელი ყველაზე ცხელი წელი იქნება. მეტეოროლოგიის მსოფლიო სააგენტოში აცხადებენ, რომ მაისი რიგით მეთორმეტე თვეა, რომელმაც ჰაერის ტემპერატურის უმაღლესი მაჩვენებლების მიხედვით რეკორდი დაამყარა.
გაერო, იმ ქვეყნებს, რომლებმაც პარიზში გამართულ კლიმატის საერთაშორისო კომფერენციის ფარგლებში მიღებულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს, შეთანხმების დაუყოვნებლივ იმპლემენტაციას სთხოვს. პარიზის კლიმატის შეთანხმების მიხედვით, ქვეყნებს მსოფლიო ტემპერატურის მატება 2 გრადუსი ცელსიუსის ქვემოთ უნდა შეენარჩუნებინათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები