ასეთი ტრაგედიების მიმართ ტოლერანტობა აბსოლუტურად ნული უნდა იყოს. ასე შეაფასა თავდაცვის მინისტრმა ხურჩაში მომხდარი მკვლელობა. თინა ხიდაშელის განცხადებით, ხურჩაში მომხდარ ფაქტს ორი დამნაშავე ჰყავს: პირველი, ვინც დანაშაული ჩაიდინა და მეორე ოკუპაცია . მისივე შეფასებით, ეს არის ძალიან ტრაგიკული ამბავი და
მინისტრის თქმით, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დამნაშავე დაისაჯოს.
” ოკუპაციას ქართული სახელმწიფო მარტო ვერ დაამთავრებს. ვინც ამ ილუზიებით ცხოვრობს, შეუძლია ამ ილუზიებით იცხოვროს, მაგრამ ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა. მე არ მივიღებ კრიტიკას იმ ადამიანებისგან, რომ ჩვენ რაიმეს ხელი დავაკელით, ვინც ეს ოკუპაცია მოცემულობად აქცია, გაამძაფრა და იმ ტრაგედიად გვიქცია, რომლამდეც დღეს მოვედით, ამიტომ ყველას ვთხოვ, რომ ემოციები დაიოკოს, საკუთარი ქმედებები გაიხსენონ, საკუთარი წილი პასუხისმგებლობა აიღონ და მხოლოდ ამის შემდეგ გაიშვირონ ვინმეს მიმართ თითი”, – განაცხადა ხიდაშელმა.
