საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პაატა ზაქარეიშვილის და თინა ხიდაშელის გადადგომის პროცედურები უახლოეს დღეებში მოხდება. ამის შესახებ კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. კვირიკაშვილი მათ შემცველებს ჯერ ვერ ასახელებს.
რაც შეეხება გიგლა აგულაშვილს, კვირიკაშვილის თქმით, იგი მოხარულია, რომ აგულაშვილმა თანამდებობაზე დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.
