LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ვოლსკი: „პრემიერ-მინისტრის დონეზე არანაირი ცვლილება არ იგეგმება – თუ რაიმე ცვლილება მოხდება მთავრობაში, მთავრობის თავმჯდომარე ამის თაობაზე გააკეთებს განცხადებას შესაბამის დროს“

129
გია ვოლსკი

„შესანიშნავი გადაწყვეტილება იქნა მიღებული“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კირცხალია: მამუკა მდინარაძის პოლიტიკაში  დაბრუნება ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი გაძლიერებაა

სულხან თამაზაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ვოლსკის განცხადებით, ახალი სამინისტროს შექმნით, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს, ძალოვანი სტრუქტურების საქმიანობის კოორდინაცია კიდევ უფრო გაძლიერდება.

„გლობალური დაპირისპირებების გამწვავება სახეზეა. უშიშროებასთან, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გამოწვევები არის საკმაოდ სერიოზული, მათ შორის პატარა ქვეყნები, რასაკვირველია, საქართველოც ამ გამოწვევების წინაშე ნაკლები რესურსებით არის წარმოდგენილი, მაგრამ ეს უნდა იქნეს დეკომპენსირებული კარგი ორგანიზაციული რესურსით, რომელიც მამუკა მდინარაძეს, რასაკვირველია, გააჩნია. პოლიტიკური პოსტიდან ძალოვანი სტრუქტურების კოორდინაცია, რასაკვირველია, გაცილებით უფრო ეფექტური იქნება. არსებობს ეკონომიკური ბლოკი, საერთაშორისო ურთიერთობათა ბლოკი, განათლების საკითხები. ამ მთლიან თემებს პრემიერ-მინისტრი წარმატებით ართმევს თავს. ყოველ შემთხვევაში, შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ფაქტია, რომ წარმატებით ართმევს თავს, მაგრამ ეს ნაწილი, რომელიც ეხება ძალოვანი სტრუქტურების საქმიანობის კოორდინაციას სახელმწიფოს დასაცავად, მისი უსაფრთხოების დასაცავად, იქნება კიდევ უფრო გაძლიერებული ამ სამთავრობო სტრუქტურაში. ასე რომ, შესანიშნავი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. რაც შეეხება პროცედურას – ბიუროზე შემოვა ეს საკითხი და მთავრობაში შესაბამისი დადგენილების თაობაზე, პარლამენტი დაჩქარებული წესით მიიღებს გადაწყვეტილებას,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ მომდევნო საკადრო ცვლილება უშუალოდ პრემიერ-მინისტრს შეეხოს, ვოლსკიმ უპასუხა:

„სპეკულაცია ამასთან დაკავშირებით ახალი არ არის. პრემიერ-მინისტრის დონეზე არანაირი ცვლილება არ იგეგმება. თუ რაიმე ცვლილება მოხდება მთავრობაში, მთავრობის თავმჯდომარე ამის თაობაზე გააკეთებს განცხადებას შესაბამის დროს,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს. მდინარაძეს ასევე დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა. ამასთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს გელა გელაძის კანდიდატურა წარედგინება, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრად აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაინიშნა.

მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g