LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ვოლსკი: „საქართველოს ხელისუფლებამ, ამ პერიოდის განმავლობაში რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა, რათა ელექტროენერგიის ტარიფი საზოგადოებისათვის შეღავათიანი ყოფილიყო“

141
გია ვოლსკი

„საქართველოს ხელისუფლებამ ამ პერიოდის განმავლობაში რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა, რათა ელექტროენერგიის ტარიფი საზოგადოებისათვის შეღავათიანი ყოფილიყო“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდაზე საუბრის დროს განაცხადა.

თბილისში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება

გია ვოლსკის თქმით, „ხშირ შემთხვევაში გაცილებით უფრო ძლიერი სახელმწიფოს ხელისუფლებებს არ ხელეწიფებათ, რომ ტარიფებში ცვლილება მოახდინონ“.

„ტარიფების თემა პოლიტიკური დებატებისათვის და დაპირისპირებისთვის საკმაოდ ნოყიერი ნიადაგია. საქართველოს ხელისუფლებამ, ამ პერიოდის განმავლობაში რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა ეს ტარიფი საზოგადოებისათვის შეღავათიანი ყოფილიყო.

ზოგადად, მსოფლიოში ძალიან მძიმე პროცესები მიდის და ხშირ შემთხვევაში, არა თუ საქართველოს, არამედ გაცილებით უფრო ძლიერი სახელმწიფოს ხელისუფლებებს არ ხელეწიფებათ, რომ ტარიფებში ცვლილება მოახდინონ. თუმცა გავიგებთ კონკრეტულად ამ შეხვედრის შედეგებს და უფრო დეტალურად შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დავით ნარმანია: „ტარიფის ზრდის უმთავრესი საფუძველი გახლავთ გაზრდილი მოხმარება, ენერგიის გაზრდილი ფასები და ასევე, ქვეყნის ელექტროენერგიაზე იმპორტდამოკიდებულება შემოდგომა-ზამთრის თვეების განმავლობაში“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g