LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირმა ნადირაშვილი:”კორცხელში დაძაბულობა და ხელჩართული ომია”

68

საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე მიმდინარე მოვლენების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ნაციონალური მოძრაობის წევრი ირმა ნადირეშვილი აქვეყნებს: “კორცხელში დაძაბულობაა და ხელჩართული ომი. პოლიცია არაა პერიმეტრზე. მთელს პასუხისმგებლობას რაც აქ მოხდება ვაკისრებთ მთავრობას. ოცნებამ დილიდან აქ ზონდერების კონცენტრაცია მოახდინა,”- წერს ნადირაშვილი.

„ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში, 53-ე საარჩევნო უბანთან მცირე შელაპარაკება მოხდა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოუწოდეს ოდნავ მოშორებოდნენ საარჩევნო უბნის შესასვლელს, რათა მოქალაქეებს უფრო თავისუფლად შეძლებოდათ შიგნით შესვლა. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგა ბოკერიამ იქვე მდგომ ერთ-ერთ პირს მიმართა კითხვით, თუ რატომ იდგა ისიც უბნის სიახლოვეს და მოუწოდა, უფრო მოშორებით დამდგარიყო.  ამას ფიზიკური შელაპარაკება მოჰყვა.ამ დროისთვის ხმის მიცემის პროცედურა მშვიდ გარემოში გრძელდება.

 

magti 5g