LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გამოწვევების წინაშე დგანან შშმ ბავშვების მშობლები – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

18
keti-abuladze-show-19

რა გამოწვევების წინაშე დგანან შშმ ბავშვების მშობლები – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “7 რჩევა ფსიქოლოგისგან”კლინიკურმა ფსიქოლოგმა ქეთი აბულაძემ ისაუბრა.

რა სახის გამოწვევები არსებობს?

დღესდღეობით, საქართველოში ბავშვზე ორიენტირებული სერვისები საკმარისად არსებობს, რომლელიც  ასე თუ ისე სთავაზობენ ხარისხიან მომსახურებას სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვებს. თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ ძალიან მცირეა ან არ არსებობს სერვისები, რომლებიც მიმართული იქნება მშობლებზე, რადგან  განსაკუთრებით დღეს ამის საჭიროება დგას.

პირველი გამოწვევა, რომლის წინაშეც შეიძლება წყვილი დადგეს არის სიტუაცია, როდესაც პირველად იგებენ, რომ მათ მომავალ შვილს აქვს რაღაც პრობლემა. ეს პერიოდი სავსეა ეჭვებითა და გაურკვევლობებით. სწორედ აქ თამაშობს დიდ როლს ადამიანი, რომელიც  პირველწყაროა ამ ინფორმაციის. რადგან არაერთი შემთხვევაა იმისა, რომ მშობელი  ბავშის გაჩენის შემდეგ უარს ამბობს მასზე.

ამ სიტუაციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ: ექიმები, ოჯახის წევრები და გარემო, სადაც მათ უწევთ ცხოვრება. ექიმი – რადგან ეს არის ადამინი ვინც აწვდის ბავშის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას და ურჩევს რა არის მისთვის საუკეთესო. არის შემთხვევები, როდესაც მშობლებს ურჩევენ ბავშვის დატოვებას, შემდეგი მიზეზების გამო: სახელმწიფო უკეთ იზრუნებს მასზე, ფიქრობენ, რომ  უკეთესია სხვა შვილებს მიხედონ, მაინც არ აქვს აზრი, რადგან ვერ გაიზრდება სრულფასოვანი ადამიანი და შეიძლება საერთოდაც ვერ გადარჩეს და ა.შ. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ მშობელს ახსოვდეს მასზე უკეთ ვერავინ მოუვლის თავის შვილს. ბავშვის განვითარებისათვის  უმნიშვნელოვანესია ოჯახური გარემო. ვერცერთი ინსტიტუცია თუ მიმღები ოჯახი ვერ ჩაანაცვლებს და ვერ განავითარებს ბავშვს ისე, როგორც მისი ბიოლოგიური ოჯახი.

ოჯახი და დამოკიდებულება…

შემდეგი ფაქტორი, ოჯახი და მათი დამოკიდებულებაა ამ საკითხთან დაკავშრებით. ხშირ შემთხვევაში დედა რჩება მარტო, მხარდამჭერის გარეშე,  რადგან როგორც მეულღლე ისე ოჯახის სხვა წევრები წინააღმდეგი არიან ბავშის დატოვების და ფიქორბენ, რომ  მისი ჩაბარება საუკეთესო გამოსავალია. ამ შემთვევაში კარგი იქნება თუ მოხდება მშობლების ფსიქოგანათლება, მიეწოდებათ ინფორმაცია კონკრეტული დარღვევის შესახებ და ექნებათ საშუალება კონსულტაცია გაიარონ ფსიქოლოგთან.

სხვა პრობლემების წინაშე დგება წყვილი, როდესაც გადაწყვეტს, რომ გააჩინოს ბავშვი და თავად იზრუნოს მასზე. პირველ რიგში როგორც დედას ისე მამას  სჭირდება ემოციური მხარდაჭერა ამ ყველაზე რთული პერიოდის გადასალახად. ეს შეიძება იყოს ოჯახის სხვა წევრი, ახლო მეგობარი ან სპეციალისტი.

საჭიროა, მშობლები იყვნენ ინფორმირებულები – ეს შეიძლება თავად გააკეთონ და მოიძიონ ინფორმაცია, წაიკითხონ წიგნები, ნახონ გადაცემები, რომლებიც ეხება კონკრეტულ დარღვევებს. თუმცა კარგი იქნება თუ მიმართავენ სპეციალისტს, რომელიც სრულ ინფორმაციას მიაწვდის დიაგნოზის, სერვისების შესახებ, რომელიც არსებობს და მიმართულებას მისცემს რა გააკეთონ მომავალში.

რა უნდა იცოდნენ მშობლებმა?

უნდა მივცეთ საშუალება, რომ მათ ყოველთვის ისაუბრონ საკუთარ გრძნობებზე და  ემოციურ მდგომარეობაზე. მშობელმა უნდა იცოდეს, რომ შფოთვა, ნერვიულობა ეს ნორმალურია, მთავარია შეძლონ ამ ყველაფერზე საუბარი, გაზიარება ახლობელ ადამიანებთან. ეს შეიძლება იყოს მეუღლე, მეგობარი, მშობელი,  თერაპევტი ან ონლაინ ჯგუფები მშობლებისთვის,  სადაც ისინი ერთმანეთს ემოციურ დახმარებას უწევენ, ცვლიან  და იგებენ სხვადასხვა სერვისების შესახებ ინფორმაციას.

მეტი დრო დაუთმონ საკუთარ თავს – იქიდან გამომდინარე, რომ მთელი ყურადღება ბავშვზეა, დედას ავიწყდება საკუთარი თავი, ინტერესები, დასვენება და პირადი ცხოვრება, დედა ამ დროს „გადამწვარია“, ამოწურული აქვს ყველანაირი რესურსი, რამაც შეიძლება ფსიქოლოგიურ პრობლემებამდე მიგვიყვანოს.  ფსიქოლოგიურად გარგად ყოფნა სჭირდება დედას იმისთვის,, რომ ბავშიც კარგად იყოს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია უნდა შეძლონ და ბავში მიიღონ ისეთი, როგორიც არის(გიყვარდეთ თქვენი შვილი ისეთი როგორიც არის) – მისი განვითარებისათვის ეს ძალიან მნიშნელოვანია. გადაჭარბებული მზრუნველობა და დახმარება ხელს უშლის ბავშვს დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდაში, ისევე , როგორც იგნორირება იმ ფაქტის, რომ მას არაფერი სჭირს და არ საჭიროებს დამატებით დახმარებას.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g