LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემილია კლარკი ახალი ფილმის პრემიერაზე გამოჩნდა (ფოტო)

340

გუშინ ნიუ-ორკში ახალი ფილმის პრემიერა შედგა. „შენთან შეხვედრამე“ ასე ჰქვია ახალ მელოდრამას, რომელშიც მთავარ როლებს „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი ემილია კლარკი და სემ კლაფლინი ასრულებენ. მსახიობებმა თავად წარმოადგინეს ფილმი. ემილია კლარკი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა ვარდისფერ კაბაში, ასევე ელეგანტურ კოსტიუმში იყო გამოწყობილი სემ კლაფლინიც.

„შენთან შეხვედრამე“ ესაა ორი ახალგაზრდა ადამიანის ისტორია, რომლებმაც არაფერი იცოდნენ ერთმანეთის არსებობაზე. გოგონას ჰქონდა საყვარელი სამსახური, ხოლო მამაკაცი მძიმე დაავადების შემდეგ დაინვალიდდა და მხოლოდ სუიციდზე ფიქრობდა. შეხვედრის შემდეგ მათი ცხოვრება სამუდამოდ იცვლება. ფილმის მსოფლიო პრემიერა 2 ივნისაა დაგეგმილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g