მარია შარაპოვამ წარადგინა შოკოლადი წარწერით ”დავბრუნდები 5 წუთში”.
რუსმა ჩოგბურთელმა ახალი პროდუქტის პრეზენტაცია ჩიკაგოში გამართა.
შარაპოვამ შოკოლადი Sugarpova საკონდიტრო ინდუსტრიის Sweets & Snacks Expo გამოფენაზე აჩვენა. მარიას სპორტული მაისური ეცვა მინაწერით ”დავბრუნდები 5 წუთში”.
შეგახსენებთ, დოპინგის გამოყენების გამო შარაპოვა დროებით ჩამოშორებულია ჩოგბურთს.
მარიამ ტკბილეული Sugarpova-ს წარმოება 2012 წლიდან დაიწყო.