უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს თვითმფრინავით დონის როსტოვიდან კიევის მიმართულებით უკვე გაფრინდა, ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, რომ პარალელურად, რუსეთში გადაიყვანენ უკრაინაში დაკავებულ „გრუ“-ს თანამშრომლებს – ალექსანდრ ალექსანდროვს და ევგენი ეროფეევს.
სავჩენკო სამშობლოში უახლოეს საათებში ჩაფრინდება.
ამასთან, ადგილობრივი დროით 15:15 სთ-ზე უკრაინის პრეზიდენტი პრესკონფერენციას გამართავს.