ძლიერმა სეტყვამ შიდა ქართლში რამდენიმე სოფელში მოსავალი გაანადგურა. ყველაზე მეტად დაზარალებულია სოფელი რუისი.
ადგილობრივების ინფორმაციით, ნახევარსაათიანი სეტყვის შედეგად მთლიანად განადგურდა ყურძნის, ატმის და ვაშლის მოსავალი. ასევე, ბოსტნეული კულტურები. გარდა ამისა, გაფანტულია საძოვარზე მყოფი საქონელი. მათ მწყემსები ამ დრომდე ეძებენ.
რუისის გარდა, ასევე დაზარალდა ლეთეთი, აფნისი, ბებნისი, ქვემო ხვედურეთი და მუნიციპალიტეტის ცენტრი – ქარელი.