LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თოკით ხელები შეუკრეს და გაგუდეს“ – განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ 2 პირი დააკავა

198
დაკავება

პოლიციამ შიდა ქართლში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 2 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულებმა ქარელის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1996 წელს დაბადებულ პირს განზრახ მკვლელობის მიზნით, თოკით ხელები შეუკრეს და გაგუდეს.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 25-108-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები