LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ჯეიმს ბონდის მრავალრიცხოვანი სასიყვარულო რომანები (ფოტო)

171

ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალი ჯეიმს ბონდი ბრიტანელი მსახიობი ტომ ჰიდლსტონი ხდება. იქამდე, სანამ მას ახალ როლში, ულამაზესი ქალბატონების გარემოცვაში, ვიხილავთ, მოდით ვნახოთ, როგორია მისი პირადი ცხოვრება. როგორც ჩანს, ეკრანზე ქალების გულთამპყრობელი, ცხოვრებაშიც არ უჩივის რომანები სიმცირეს. მისი გოგონების  ჩამონათვალში ჰოლივუდის ულამაზესი მსახიობი ქალები არიან.

  • ჯესიკა ჩესტეინი

ჰიდლსტონმა ისეთი ლამაზმანის მოხიბვლაც კი შეძლო, როგორიცაა ჯესიკა ჩესტეინი. ეს უკანასკნელი აცხადებდა, რომ არასოდეს დაიჭერდა ურთიერთობას მსახიობ მამაკაცებთან, თუმცა ჰიდლსტონის მომხიბვლელობას მაინც ვერ გაუძლო. მსახიობები ერთმანეთს ხვდებოდნენ და საჯაროდაც არ მალავდნენ ურთიერთობას, თუმცა ეს რომანი ხანგრძლივი მაინც არ გამოდგა.

"Crimson Peak" New York Premiere - Inside Arrivals

 

  • კეტ დენინგსი

2010 წელს ფილმ Тор-ის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, ტომ ჰიდლსტონი და კეტ დენინგსი ხელჩაკიდებულები დადიოდნენ პრემიერებზე. მიუხედავად საჯაროდ აფიშირებული ურთიერთობისა, ოფიციალურობამდე საქმე მაინც ვერ მივიდა.

2

 

  • სუზანა ფილდინგი

2011 წლის ბოლოს მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ტომ ჰიდლსტონმა საიდუმლოდ იქორწინა მსახიობ სუზანა ფილდინგზე. ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა, თუმცა წყვილმა  დაადასტურა, რომ ერთად არიან. ქორწილამდე კი საქმე არ მისულა.

3

 

  • სკარლეტ იოჰანსონი

2012 წელს ფილმ „შურისმაძიებლების“ ეკრანზე გამოსვლის შემდეგ ტომ ჰიდლსტონი და სკარლეტ იოჰანსონი ხელჩაკიდებულები კოცნიდნენ ერთმანეთს წითელ ხალიჩაზე. მედიაში მაშინვე გაჩნდა ინფორმაცია წყვილის რომანზე, რომელიც ოფიციალურად არ დადასტურდა.

4

 

  • სუზანა ლიპსკომბი

ტომ ჰიდლსტონისა და სუზანა ლიპსკომბის რომანის შესახებ ინფორმაცია სულ ცოტა ხნის წინ გაჩნდა პრესაში. მას შემდეგ, რაც პაპარაცებმა წყვილი ერთად დააფიქსირეს ლონდონში. ცნობილი ისტორიკოსი და სცენარისტი ტომ ჰიდსლტონთან რესტორანში სადილობის შემდეგ გადაიღეს.

5

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები