LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჰოუმლენდის“ ვარსკვლავი ქლერ დეინსი ტომ ჰიდლსტონთან ერთად ახალ სერიალს იღებს – პირველი ფოტოები

161
tomhidlston23

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სერიალ „ჰოუმლენდის“ ვარსკვლავი, ქლერ დეინსი ეკრანზე ბრუნდება. ეს იქნება პირველი როლი „ჰოუმლენდის“ დასრულების შემდეგ, სადაც დეინსი სულ სხვა ამპლუაში მოგვევლინება. ეს გახლავთ ისტორიული დრამა, სადაც ქლერ დეინსი განქორწინებული ქალის როლს ასრულებს, რომელიც წლებია მეუღლის მხრიდან აგრესიული მოპყრობის მსხვერპლი იყო. 6 სერიან დრამას Apple TV+-სთვის იღებენ და დეინსის პარტნიორი სერიალში ტომ ჰიდლსტონია. ეს უკანასკნელი სერიალში მღვდლის როლს ასრულებს.

ინტერნეტში უკვე გამოჩნდა პირველი კადრები გადასაღები მოედნიდან. მსახიობები პაპარაცებმა შესვენების დროს გადაიღეს, სადაც ისინი ფანტასტიკურ განწყობაზე ჩანდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები