LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტომ ჰიდლსტონი ტეილორ სვიფტის რეჟიმით ცხოვრობს (ფოტო)

456

ტომ ჰილდსტონი ცოტა ხნის წინ ლოს-ანჯელესში დაბრუნდა. „ემიზე“ ნომინირებული მსახიობი სიდნეიში იმყოფებოდა, სადაც მისი ახალი ფილმის გადაღებები მიმდინარეობს. ამჯერად მომავალი ბონდი ქუჩაში ვარჯიშის დროს დააფიქსირეს. ჰიდლსტონი სპორტული ცხოვრების წესით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ტეილორ სვიფტთან ურთიერთობა დაიწყო. ფოტოგრაფებმა მალევე გადაიღეს ტეილორ სვიფტიც, რომელიც სპორტ-დარბაზიდან გამოდიოდა. 

დღის ბოლოს პაპარაცებმა ცნობილი წყვილი უკვე ერთად დააფიქსირეს, როცა ჰიდლსტონმა სვიფტს ფიტნეს-კლუბში მიაკითხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები