LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტი საქორწილო ლუქით, ნახევრად შიშველი მაილი საირუსი და დისკო დივა დუა ლიპა – ვარსკვლავები „გრემის“ წითელ ხალიჩაზე

232
ტეილორ-სვიფტი

ლოს-ანჯელესში გამართული „გრემის“ 66-ე ცერემონია დასრულდა. გამარჯვებულების გამოვლენის გარდა, არანაკლებ საინტერესო და რეზონანსული იყო „გრემის“ წითელი ხალიჩა, სადაც ერთმანეთის მიყოლებით, ნომინანტებმა და გამარჯვებულებმა გაიბრწყინეს. ყველაზე ეფექტური ლუქებით მოდის ექსპერტებს თავი დუა ლიპამ, ტეილორ სვიფტმა, მაილი საირუსმა და ლანა დელ რეიმ დაამახსოვრეს.

დულა ლიპა ამ დღეს ბრწყინავდა დისკოს სტილის ვერცხლისფერი Courrèges-ის კაბით, ბილი აილიში ბარბის ორეულში იყო გამოწყობილი. მაილი საირუსი გამჭვირვალე, ნახევრად შიშველი რეტრო ვარცხნილობით, ხოლო ტეილორ სვიფტის „სკიაპარელის“ კაბა, საქორწილო კაბა უწოდეს.  ბიონსე, რომელიც წელს ისევ განაწყენებული წავიდა სახლში, ტყავის პიჯაკსა და შორტებში ბრწყინავდა. ლანა დელ რეი კი, ყვავილებით დაპრინტულ შავ კაბაში ბრწყინავდა.

„გრემი“ 2024-ის გამარჯვებულები – ლოს-ანჯელესში მუსიკის დღესასწაული შედგა

ტრიუმფალური დაბრუნება ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ – სელინ დიონი „გრემიზე“ გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები