LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრიუმფალური დაბრუნება ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ – სელინ დიონი „გრემიზე“ გამოჩნდა

641
სელინ-დიონი

სელინ დიონი, რომელიც ბოლო პერიოდია მედიასთან საერთოდ არ გამოჩენილა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, „გრემის“ დაჯილდოებაზე ვიხილეთ. 55 წლის არტისტი მუსიკალურ დაჯილდოებაზე წლის ალბომის ნომინაციაში გამარჯვებული მუსიკოსის გამოსავლენად გამოვიდა. მისი გამოჩენა კიდევ უფრო ეფექტური და რეზონანსული გამოდგა, ვიდრე თავად ნომინაციაში გამარჯვებულის.

სელინი ბოლო დროს მკვეთრად შეიცვალა, მან წონაშიც მოიმატა და საკმაოდ ეფექტური იყო თეთრ კაბასა და ყვითელ მოსაცმელში.

წელს წლის ალბომის პრიზი ტეილორ სვიფტს გადაეცა, ზუსტად 27 წლის წინ ამავე ნომინაციაში, თავად სელინ დიონმა გაიმარჯვა. მის გამოსვლას „გრემიზე“ მქუხარე აპლოდისმენტები მოჰყვა, რის ფონზეც, მუსიკოსმა ცრემლები ვერ შეიკავა.

„გრემი“ 2024-ის გამარჯვებულები – ლოს-ანჯელესში მუსიკის დღესასწაული შედგა

უკურნებელ სენთან ბრძოლა და ურთულესი გზა – „მე ვარ სელინ დიონი“ – არტისტის ბიოგრაფიულ ფილმს უშვებს

„კუნთების მოძრაობის კონტროლი უჭირს” – 55 წლის სელინ დიონის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები