როგორც ცნობილია, 55 წლის სელინ დიონს 2022 წელს უიშვიათესი ნევროლოგიური დაავადება, „გაშეშებული კაცის სინდრომი“ დაუდგინეს. ის იძულებული გახდა მუსიკალური ტურნე შეეჩერებინა და დღემდე ინტენსიური მკურნალობის კურსს გადის. ერთი თვის წინ არტისტის დამ გამოცემას ინტერვიუ მისცა და სელინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, მომღერლის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდება, თუმცა, ის სცენაზე დაბრუნებაზე კვლავ ოცნებობს და არ ნებდება.
ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ არტისტი ბიოგრაფიულ ფილმზე მუშაობს. „მე ვარ სელინ დიონი“, ასე ერქმევა ფილმს, რომელშიც უკურნებელ სენთან ბრძოლის ეტაპი იქნება აღწერილი. გარდა ამისა ასახული იქნება მნიშვნელოვანი მომენტები მისი ცხოვრებიდან. სხვა დეტალები ამ ეტაპისთვის უცნობია.