LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კუნთების მოძრაობის კონტროლი უჭირს” – 55 წლის სელინ დიონის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

249
page

როგორც ცნობილია, 55 წლის სელინ დიონს შარშან უიშვიათესი ნევროლოგიური დაავადება, „გაშეშებული კაცის სინდრომი“ დაუდგინეს. ის იძულებული გახდა მუსიკალური ტურნე შეეჩერებინა და დღემდე ინტენსიური მკურნალობის კურსს გადის.

ამჯერად არტისტის დამ ერთ-ერთ გამოცემას ინტერვიუ მისცა და სელინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით მომღერლის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდება, თუმცა ის სცენაზე დაბრუნებაზე კვლავ ოცნებობს.

„მას უკვე კუნთების მოძრაობის კონტროლი უჭირს, თუმცა მიუხედავად ამისა, ის მუშაობას აგრძელებს, ის ხომ შეუჩერებელია. არ დაგიმალავთ და გეტყვით, სელინი სცენაზე დაბრუნებას ოცნებობს“, – განაცხადა კლოდეტ დიონმა.

პრინცი ჰარი, მეგან მარკლი და სელინ დიონი – კეტი პერის ვარსკვლავური შოუ ლას-ვეგასში

წონაში მომატებული, ღიმილით სახეზე – მძიმე დიაგნოზთან მებრძოლი სელინ დიონი, დიდი პაუზის შემდეგ, პირველად გამოჩნდა

სელინ დიონის და ამბობს, რომ მომღერლის გადარჩენის იმედი ჯერ არ შექმნილი წამალია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები