ტეილორ სვიფტმა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკში, ტრევის კელსისთან ერთად გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა, ცერემონიაზე თავისი ყოფილი, უახლოესი მეგობარი, მსახიობი, ბლეიკ ლაივლი და მისი მეუღლე, რაიან რეინოლდსი არ დაპატიჟა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ათასზე მეტ ცნობილ სტუმარს შორის ლაივლი და რეინოლდსი არ იმყოფებოდნენ. ქორწილის წინა დღეს წყვილი შვილებთან ერთად ნიუ-იორკიდან შორს დააფიქსირეს.
ტეილორ სვიფტსა და ბლეიკ ლაივლის ათ წელზე მეტი ხნის მეგობრობა აკავშირებდათ. ისინი ხშირად ჩნდებოდნენ ერთად სხვადასხვა ღონისძიებაზე, ასევე ერთად აღნიშნავდნენ დღესასწაულებს. თუმცა, გასულ წელს მათი ურთიერთობა დაიძაბა ბლეიკ ლაივლისა და მსახიობ, ჯასტინ ბალდონის სასამართლო დავის ფონზე.
ლაივლიმ ბალდონი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. სასამართლო პროცესის დროს გავრცელებულ მიმოწერაში მსახიობი საკუთარ თავს „სამეფო კარის თამაშების“ პერსონაჟს, ხალისის ადარებდა, ხოლო ტეილორ სვიფტსა და რაიან რეინოლდსს „დრაკონებად“ მოიხსენიებდა, რომლებიც, მისი თქმით, ყოველთვის მის მხარეს იდგებოდნენ.
წყაროს ინფორმაციით, ტეილორ სვიფტს აღნიშნული შედარება არ მოეწონა. გამოცემა ასევე წერს, რომ მომღერალი უკმაყოფილო იყო იმითაც, რომ მისი სახელი გახმაურებულ სასამართლო საქმეში გაჟღერდა და პროცესზე მოწმის სტატუსითაც მოუწია მონაწილეობის მიღება.

