ქსელში ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის საქორწინო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, დაუდასტურებელი ხმები ვრცელდება.
ინტერნეტში აქტიურად განიხილავენ სავარაუდო 40-გვერდიან დოკუმენტს, რომლის მიზანიც, წყვილის უზარმაზარი ქონების დაცვაა.
დისკუსია ძირითადად იმ ვარაუდებს უკავშირდება, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ჩადებული ამ კონტრაქტში.
ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, დოკუმენტი ითვალისწინებს ფინანსების მკაცრ გამიჯვნას, რათა შესაძლო განქორწინების შემთხვევაში, მხარეებს ერთმანეთის შემოსავლებსა და ქონებაზე პრეტენზია არ ჰქონდეთ.
როგორც ცნობილია, ტეილორის ქონება $2 მილიარდს, ხოლო ტრევისის დაახლოებით, $90 მილიონს შეადგენს.
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხუმრობის მიხედვით, კონტრაქტის პირველი პუნქტი კრძალავს ტეილორის მიერ ტრევისზე სიმღერების დაწერას მათი შესაძლო დაშორების შემთხვევაში.
ზოგიერთი წყარო ვარაუდობს, რომ დოკუმენტი მოიცავს მკაცრ ფინანსურ სანქციებს ღალატის შემთხვევაში.
იურიდიული ექსპერტების განცხადებით, ამ მასშტაბის ვარსკვლავებისთვის, რომელთა შორისაც ქონებრივი სხვაობა ძალიან დიდია, ასეთი დოკუმენტების გაფორმება სრულიად სტანდარტული და პრაქტიკული ნაბიჯია და არა ურთიერთობაში უნდობლობის ნიშანი.
თავად წყვილს ან მათ წარმომადგენლებს ამ კონტრაქტის არსებობა ან დეტალები არ დაუდასტურებიათ.
შეგახსენებთ, რომ ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის გრანდიოზული ქორწილი 3 ივლისს, ნიუ-იორკში, მედისონ-სკვერ-გარდენში შედგა.