პოპ-ვარსკვლავის, ტეილორ სვიფტის ქორწილი ჯერ არ ყოფილა და მედია უკვე მის კაბას განიხილავს. საქორწილო კაბა, გავრცელებული ინფორმაციით, შთაგონებული იქნება ჰოლივუდის ლეგენდარული მსახიობის, ელიზაბეთ ტეილორის სტილით.
ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსის ქორწილის თარიღი ცნობილია
მედიის ცნობით, სვიფტისა და მისი პარტნიორის, NFL ის ფეხბურთელის, ტრევის კელსის მოახლოებულ ქორწილში მთავარი ყურადღება, ბუნებრივია, სწორედ მომღერლის „ლუქზე“ იქნება მიპყრობილი. წყაროს ინფორმაციით, კაბის დიზაინი ეფუძნება ელიზაბეთ ტეილორის პირველ საქორწილო კაბას, რომელიც მან 1950 წელს, კონრად ჰილტონთან ქორწინებისას მოირგო.

სვიფტს არაერთხელ გამოუხატავს თავისი სიმპათია „კლეოპატრას“ ვარსკვლავის მიმართ. მან თავის უახლეს ალბომში, The Life of a Showgirl ტეილორს მიუძღვნა სიმღერაც, სახელწოდებით Elizabeth Taylor, რომლის ვიდეოკლიპიც გასულ თვეში გამოვიდა.
ინსაიდერების თქმით, მუსიკალური ვიდეოს გადაღებისას სვიფტმა დიდი დრო გაატარა ელიზაბეთ ტეილორის ძველი ფოტოების შესწავლაში და საბოლოოდ მოიხიბლა მისი გამორჩეული სტილით.
რაც შეეხება თავად სვიფტის ქორწილს, გავრცელებული ინფორმაციით, მოსაწვევები უკვე გაგზავნილია, ხოლო ცერემონია 3 ივლისს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ტეილორ სვიფტმა და ტრევის კელსიმ ინფორმაცია ნიშნობის შესახებ ოფიციალურად, 2025 წლის აგვისტოში გაასაჯაროვეს.
